19-დან 13 “შაჰიდის” დრონი ჩამოვაგდეთ, ფრთოსანი რაკეტებით შევუტიეთ სადესანტო გემს | უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 25 დეკემბრის საღამოს და 26 დეკემბრის ღამეს ს მიერ გაშვებული 19 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 13 ჩამოაგდეს. დრონები ჩამოაგდეს ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხმელნიცკის რაიონებში.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 18:30 საათიდან დაიწყო.
“საერთო ჯამში, დაფიქსირდა 19 შაჰედის გაშვება ბალაკლავას – ს და პრიმორსკო-ახტარსკის – რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებიდან”, – ამბობს უწყება.
გარდა ამისა, უწყება ამბობს, რომ 26 დეკემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, საჰაერო ძალების ტაქტიკურმა ავიაციამ ფრთოსანი რაკეტებით შეუტია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდ სადესანტო ხომალდ “ნოვოჩერკასკს” ფეოდოსიის რაიონში. “შედეგი აშკარაა!” – ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.
ამავე თემაზე იხილეთ:
· : ყირიმში რუსული სადესანტო გემი გავანადგურეთ