19 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 19 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), რამაზ ჩხიკვაძის, ლიზიკო ქავთარაძის, ბაზალეთის, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), საბურთალოს, უნივერსიტეტის, პეტრე ქავთარაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ) და ნოე რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.