საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით მარტყოფის სარაგბო ბაზაზე მზადების დასკვნით ფაზას გადის.
ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 15-22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
ევროპის ზედიზედ 6-გზის ჩემპიონები ტიტულის დაცვას პოლონეთით იწყებენ, რომელსაც 15 ნოემბერს 1/4-ფინალში ეთამაშებიან. სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი – ბელგია; ნიდერლანდები – გერმანია; ჩეხეთი – პორტუგალია.
გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის უკეთესი იქნება და თამაში 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საბოლოო ჯამში ჩეხეთში 26 მორაგბე გაემგზავრება, მანამდე კი მარტყოფის ბაზაზე შემდეგი მორაგბეები ემზადებიან:
საბა მშვილდაძე, ალექსანდრე კახიშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, გოჩა ფიცხელაური, ლუკა წიკლაური, იაგო ღუდუშაური, გეგა გიორგობიანი, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ოთარ ელიაშვილი, საბა გიორგიძე, ლუკა შულაია, იოსებ ღვინჯილია, მათე ბერუაშვილი, ნიკოლოზ ფანცულაია, გიორგი ქევანიშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, ალექსანდრე გაგუა, ლევან ბუცხრიკიძე, მათე მახარაძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, ლუკა ჯიქიძე, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ბართლომე ხამაშურიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, გიორგი მუშკუდიანი, ავთანდილ ზვიადაძე, ანდრია კუნჭულია, დავით არობელიძე, ლუკა ჭაკუა.
Rugby.ge
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | სამხრეთ აფრიკაში ინგლისით ვიწყებთ
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
U18. სენსაცია – საქართველოს ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან




