18 წ. | მეექვსე ტიტულისთვის ჩეხეთში

“უმცროსი ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის 18-წლამდელთა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთის დედაქალაქი უმასპინძლებს და მიჯრით 5-გზის ჩემპიონი საქართველო, ტიტულის დაცვას 16 ნოემბერს, გერმანიასთან მატჩით იწყებს. 1/4-ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, თასის ნახევარფინალში “უმცროსი ბორჯღალოსნები” ნიდერლანდები-რუმინეთს შორის გამარჯვებულს 19 ნოემბერს ერკინებიან, ფინალი კი გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს გაიმართება.
1/4-ფინალის დანარჩენ წყვილებში ესპანეთი ბელგიას, ხოლო პორტუგალია ჩეხეთს შეხვდება.
18-წლამდელები წელს მესამე ტურნირს ითამაშებენ, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. გაზაფხულზე მათ იტალიაში 18-წლამდელთა ექვსი
ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიაზე ითამაშეს.
ჩეხეთში წამსვლელთა შორის 7 ისეთი მოთამაშეა, რომელთაც იტალიასა და სამხრეთ აფრიკაში არ უთამაშიათ. 26 მოთამაშეს შორის ათი 2007 წელსაა დაბადებული და ისინი 18-წლამდელთა ტურნირებში გაისადაც შეძლებენ თამაშს. შემადგენლობაში 7 ლეგიონერია, 19 კი ქართულ კლუბებს წარმოადგენს. გუნდის კაპიტანი დავით ბარამია იქნება.
18-წლამდელები ჩეხეთში 12 ნოემბერს გამთენიისას მიემგზავრებიან.
უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე

შერკინება: დაჩი ჭელიძე (ლელო), საბა კილაძე (ხვამლი), ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი მეფარიშვილი (აია), მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ლუკა ნარსია (აია), ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე ();
ხაზი: თემურ ძოძუაშვილი (აია), გოგა უშვერიძე (აია), გიგი სირბილაძე (ლელო), ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), დავით ბარბაქაძე (არმია), დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დათა ახვლედიანი (ლელო), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), საბა შარვაშიძე (აია), ივა კვირიკაშვილი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge