18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და ტიერ1-ის ქვეყნების გუნდებთან ერთად საერთაშორისო სერიაში ითამაშებს.
8 აგვისტოს ზურაბ ამონაშვილის შეგირდები ინგლისელ თანატოლებს საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშებიან; 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებს 11:30 საათზე ერკინებიან; 16 აგვისტოს კი ირლანდიას 13:30 საათზე შეხვდებიან.
“უმცროსი ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში შარშანაც იმყოფებოდნენ და მაშინაც ამ გუნდებს დაუპირისპირდნენ. ქართული რაგბის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე წელია, წლის განმავლობაში სამ საერთაშორისო ტურნირს თამაშობს, საიდანაც ორში ტიერ1-ის ქვეყნებს ხვდებიან (+რაგბი ევროპის ჩემპიონატი) და საჭირო გამოცდილებას იძენენ.
18-წლამდელებმა აპრილში უკვე ითამაშეს ექვსი ერის ფესტივალზე და სამივე თამაში ბრძოლაში დათმეს – უელსთან 10:17, იტალიასთან 24:37 და ირლანდიასთან 21:26.
Rugby.ge
U20. საქართველოს ნაკრები ინგლისთან დამარცხდა
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
20 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა