18 წ. | ექვსი გადაადგილებით ნახევარფინალში

“უმცროსი ბორჯღალოსნები” ჩეხეთის დედაქალაქ ში მიმდინარე 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდებიან.
თამაში “მარკეტა სთედიუმზე” 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება. 1/4-ფინალში ნიდერლანდებმა რუმინეთი 28:12 დაამარცხა, საქართველომ კი გერმანიას 11 უპასუხო ლელო გაუტანა – 67:0.
ამ შეხვედრის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო 15-ში 6 ცვლილება განახორციელა. მგეზავად ამირან ბიწკინაშვილის ნაცვლად თამაშს გიგი სირბილაძე იწყებს, ცენტრში კი დემეტრე დევდარიანის ნაცვლად დავით ბარბაქაძე დაწინაურდა.
მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მოედანზე პირველი წუთებიდან გავა ნიკოლოზ კოროხაშვილი, რომელიც არჩილ ნოზაძეს შეცვლის. მეორე ხაზში გუნდის
კაპიტან დავით ბარამიას ამჯერად გიორგი მეფარიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ძირითადში დაწინაურდნენ ლუკა ნარსია და ლუკა საღინაძე. ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, გიორგი ზაზაძემ და გიორგი არძენაძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.
თასის მეორე ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი ესპანეთს ეთამაშება. ფინალი 23 ნოემბერს გაიმართება.
2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

პრაღა (ჩეხეთი). მარკეტა სთედიუმი.

19 ნოემბერი. ნახევარფინალი. 19:00 საქ. დრო

საქართველო – ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);
შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);
მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
Rugby.ge