18 წლის როკემ სადებიუტო გოლით “ბარსელონას” გამარჯვება მოუპოვა

ლა ლიგის მე-20 ტურის გადატანილ მატჩში „ბარსელონამ“ სახლში „ოსასუნა“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძლები ბევრს უტევდნენ და 18 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვიტორ როკემ შეცვლაზე შესვლისთანავე სადებიუტო გოლით დააწინაურა. შემდეგ როკესთან უხეშობის გამო სტუმართა კაპიტანმა უნაი გარსიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და “ბარსამ” გაიმარჯვა.
„ბარსელონა“ 47 ქულით მესამე ადგილზეა და 3 თებერვალს გასვლაზე „ალავესს“ დაუპირისპირდება.
ბარსელონა – ოსასუნა
გოლი: როკე (63)
გაძევება: უნაი გარსია
(67, ოსასუნა)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში