18 წლის ველოსიპედისტი საგზაო ველორბოლის მსოფლიო ჩემპიონატებზე დაზიანების შემდეგ დაიღუპა

18 წლის შვეიცარიელი ველოსიპედისტი, მურიელ ფურერი საგზაო ველორბოლის მსოფლიო ჩემპიონატებზე თავის ტრავმის მიღების შემდეგ საავადმყოფოში დაიღუპა.
ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირმა ფურერის გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაღუპული ველოსიპედისტის ოჯახს, მეგობრებსა და შვეიცარიული ველოსპორტის ფედერაციას მიუსამძიმრა.
“ხუთშაბათს 18 წლის მძღოლი მძიმედ დაეცა 17-18 წლის ქალთა საგზაო რბოლის დროს და თავის სერიოზული დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ვერტმფრენმა საავადმყოფოში ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანა”. – წერია განცხადებაში.
ოჯახის თხოვნის შესაბამისად, ჩემპიონატი მოქმედი პროგრამის მიხედვით გაგრძელდება.
ფურერმა ამ წლის შვეიცარიის ეროვნულ საგზაო ველორბოლების შეჯიბრებებში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ