18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა და ხევში გადააგდო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 წლით პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მოკლა, ცხედარი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით წაიღო და ხევში გადააგდო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომისკენ, ეს არის პირდაპირი მოწოდებები ომის გარანტორების გათავისუფლებისკენ და მშვიდობის გარანტების დასანქცირებისკენ – მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

მამუკა მდინარაძე – გახარია აგენტურის წევრია, თანამდებობებზე ყოფნისას არაერთხელ დააზიანა ხელისუფლების იმიჯი – როგორ მოხდა, რომ შს მინისტრობიდან ის პრემიერად დაწინაურდა? შეგვიძლია ეს მივიჩნიოთ გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად

მამუკა მდინარაძე – სოფელში რომ შეიკრიბონ უხუცესები ან რაღაც ჯგუფი შეიქმნას და გადაწყვეტილება მიიღონ, რაღაც შედეგი იმას მოჰყვება – მეოთხედ მიიღეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილება და არაფერს არ ნიშნავს საერთოდ