18 სახელმწიფოს ლიდერი „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

18 სახელმწიფოს ლიდერი „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
-ის პრეზიდენტი, და არგენტინის, ავსტრიის, ბრაზილიის, ბულგარეთის, კანადის, კოლუმბიის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სერბეთის, ესპანეთის, ტაილანდისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და „ჰამასს“ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
„ხაზს ვუსვამთ, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ და ხანგრძლივ შეწყვეტას გამოიწვევს, რაც ღაზის სექტორისთვის საჭირო ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას გაზრდის და საომარი მოქმედებების გრძელვადიან შეწყვეტას გამოიწვევს. ჩვენ „ჰამასს“ მოვუწოდებთ, რომ მძევლები გაათავისუფლოს და ეს კრიზისი დაასრულოს, რათა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ჩვენი ძალისხმევა გავაძლიეროთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, გარედან მართული არ უნდა იყოს!

არჩილ გორდულაძე – ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, ჩელიაბინსკში გავიღვიძებთო და ამას კანონს აბრალებდნენ, რომლის მიზანიც იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების გამჭვირვალობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თანხებს ხარჯავენ