+18 – სასტიკი კადრები რუსთაველიდან

პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე, უმძიმეს კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს სპეციალური დანიშნულების რაზმები მშვიდობიანი დემონსტრანტებს როგორ ექცევიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მშვიდობიანი აქციის ერთი მონაწილე ჯგუფურად სცემეს, მიწაზე დააგდეს და შემდეგ დააკავეს, ხოლო მეორე მონაწილეს სასტიკად გაუსწორდნენ, წიხლებით შედგნენ, წაქცეულიც გამეტებით სცემეს და გონებადაკარგილი ქუჩაში დაგდებული დატოვეს.
ადგილზე მყოფებს წაქცეული გარდაცვლილიც კი ეგონათ, ისმის კივილის ხმა, ითხოვენ სასწრაფო დახმარებას. საბედნიეროდ, ადამიანი ცოცხალია, თუმცა, უცნობია, რა სახის დაზიანებები აქვს.
რუსთაველზე სასწრაფო დახმარების მანქანები არ ჩანს.
http://