18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზა დათქმულ დროში ვერ აშენდა

დედაქალაქის ახალი ავტობუსებისთვის ავტობაზა დათქმულ ვადაში ვერ აშენდა. სამუშაოები 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ექვსი თვით გადაიწია და ორ წლამდე გახანგრძლივდა.
ახალი ავტობაზის აშენება თბილისში ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსების ხაზებზე გასაშვებად აუცილებელი პირობაა. ახლა მხოლოდ მათ ნაწილს გადაჰყავს მგზავრები, დანარჩენების ექსპლუატაცია კი არ დაწყებულა.
„Construction Service-ის” მიერ გამოვლენილ იქნა სამუშაოების შემაფერხებელი, გაუთვალისწინებელი ობიექტური გარემოებები, რის საფუძველზეც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადამ გადაიწია 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში.
ავტობაზას 60-მილიონიანი ხელშეკრულებით შპს Construction Service აშენებს. კომპანიის დირექტორი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მშენებლობა დასრულების პროცესშია, შესრულებულია სამუშაოების დიდი ნაწილი, დაახლოებით 85%.
„მოთხოვნა იყო ევროპული ნორმებით აშენება და დასჭირდა ქართულ ნორმებზე ადაპტირება… არალოგიკური ვადა იყო მოცემული ტენდერში, შეთანხმებას მივაღწიეთ ვადის გახანგრძლივებაზე… პროექტი თითქმის დასრულებულია, გადის უკვე ექსპერტიზას“, – ამბობს კომპანიის დირექტორი რადიო თავისუფლებასთან საუბარში.
ახალი ავტობაზის ასაშენებლად თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა, გამარჯვებულ Construction Service-თან ხელშეკრულება დაიდო იმავე წლის 30 ივნისს. შეთანხმების მიხედვით, სამუშაოები 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. თბილისის მერი ამბობდა, რომ ავტობაზა 2024 წლის ბოლომდე უნდა აშენებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს