18 მარტს იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვა

NATO-ს გენერალური მდივანი საქართველოში 18 მარტს ჩამოვა – ინფორმაციას და იენს სტოლტენბერგის ვიზიტის განრიგს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ავრცელებს.
17-19 მარტს სტოლტენბერგი ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.
17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში, პრეზიდენტ ალიევს შეხვდება, ხოლო 18-ში თბილისში გამოემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ სთან და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდება.
19 მარტს სტოლტენბერგი ერევანში გაემგზავრება.