18 მაისს, „კინო მზიურში” ბრუნდება

„კინო მზიურში“ ბრუნდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, 18 მაისიდან, ყოველ ხუთშაბათს, 21:00 საათზე, მზიურის ღია სივრცეში ნახავთ თანამედროვე ქართულ და უცხოურ საავტორო კინოს.
„შეხვედრები ქართველ რეჟისორებთან და კინოს სფეროს წარმომადგენლებთან. ჩვენი პროგრამის გარდა, მზიურის კინოეკრანი პერიოდულად დაეთმობა სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს სადისკუსიო ფორმატში ჩვენებების მოსაწყობად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წლევანდელი ჩვენებების მხარდამჭერია ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის/ Khazaradze Family Foundation.
დასწრება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ