+18 – ვიდეო – მერიის მაღალჩინოსანი ვიდეოს უღებდა ცოლს, რომელსაც 38 ჭრილობა მიაყენა – უმძიმესი კადრები და დიაგნოზი, რომლისაც დაზარალებულს არ სჯერა

ტვ პირველი, გურანდა აბულაშვილის, რომელიც ქმარმა 38–ჯერ დაჭრა, საქმის მასალებიდან ვიდეოკადრებს აქვეყნებს. ვიდეო, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელია უკვე თვეებია დევს საქმეში, თუმცა სასამართლოში საგამოძიებო უწყებას ეს კადრები არ წარუდგენია.
ცნობილი ექიმის წამებას, რომლსაც ქმარმა 38 ჭრილობა დანის გარდა სახრახნისითაც მიაყენა, ირკვევა, რომ მოძალადე მობილური ტელეფონით თავად იღებდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ემუდარება ქალი ქმარს, რომ ჩაკეტილი კარი გააღოს, რომ მისი დახმარება შეძლონ.
მძიმე დანაშუალში ბრალდებული ლევან გადელიაა. მედიის ცნობით, ის დაკავებამდე მერიის აუდიტის სამსახურში მაღალ პოზიციაზე მუშაობდა. ცოლის წამებისთვის გადელიას უვადო პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულშია და იქ მხოლოდ 4 წელს გაატარებს.
დაზარალებული ქალი დარწმუნებულია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გავლენიანმა მაღალჩინოსანმა გააყალბა და მის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.
ქალი ასევე დედამთილის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. დაზარალებული ამბობს, რომ დედამთილმა, რომლის ხმა ვიდეოშიც ისმის, 112-ში დარეკვა და პოლიციისთვის შეტყობინება “ვერ” მოახერხა ან არ მოახერხა. მისი თხოვნა, რომ გამოძიება დაინტერესდეს დედამთილითაც, რომელიც ინფორმირებული იყო, რომ მის სახლში მისი შვილი ერთი საათის განმავლობაში აყენებდა სასიკვდილო ჭრილობებს ცოლს, თუმცა, პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
გურანდა აბულაშვილის ადვოკატი:
“ამ ადამიანმა მაშინ, როდესაც ერთი დანა გატყდა, მან მოიტანა მეორე დანა… ის ურეკავდა ვიღაცას და ეუბნებოდა, რომ არ არის კარგი სიტუაცია. ასევე თავად გააღო კარები და ძალიან ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არ იყო დაავადებული და ფაქტობრივად, ის დიაგნოზი, რომელიც ექსპერტმა დაწერა, არის არასწორი. გამოძიებას არ გასჩენია კითხვები. ეს ადამიანი მუშაობდა წლობით საჯარო სამსახურში, მერიაში, აუდიტში, პროკურატურაში და არ გასჩენიათ კითხვა, თუ ეს ადამიანი იყო დაავადებული, რატომ მუშაობდა ამდენი ხნის განმავლობაში საჯარო სამსახურში”
რაც შეეხება ლევან გადელიას უფლებადამცველს, გიორგი მდინარაძე ამბობს:
ექსპერტები აფასებენ უშუალოდ, როდესაც დანაშაულს ედავება ბრალდების მხარე, იმ დროს რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, ამას აფასებენ. შესაძლოა, როდესაც მუშაობდა, შესაბამის მკურნალობას იღებდა, რაღაც მედიკამენტები სჭირდებოდა თუ რაც სჭირდებოდა, ამ შემთხვევაში, ის სრულად აცნობიერებდა ყველაფერს, მაგრამ იმ ქმედების დროს შესაძლოა, არ ჰქონდა ის მედიკამენტები მიღებული, რაც საჭირო იყო”.
წყარო – ტვ პირველი
http://

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში