18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა – კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორი გუნდი გავიდა, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ – “ნაპოლი” () და “კოპენჰაგენი” (დავით ხოჭოლავა). ის კლუბები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს, განთესილთა შორის იქნებიან, ხოლო მეორეადგილოსნები – განუთესავებში.
განთესილები
არსენალი
რეალი
სოსიედადი
ატლეტიკო
დორტმუნდი
მანჩესტერ სიტი
ბარსელონა
ბაიერნი
განუთესავები
კოპენჰაგენი
პსვ
ნაპოლი
ინტერი
ლაციო
პსჟ
ლაიფციგი
პორტუ
კენჭისყრა 18 დეკემბერს ჩატარდება და განთესილი გუნდები განუთესავებს შეხვდებიან. ერთმანეთს ამ ეტაპზე არ დაუპირისპირდებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენლები და ის კლუბები, რომლებიც ერთ ჯგუფში იყვნენ.
აქედან გამომდინარე, “ნაპოლის” შეიძლება
მეტოქედ “არსენალი”, “სოსიედადი”, “ატლეტიკო”, “დორტმუნდი”, “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა” ან “ბაიერნი” ერგოს, “კოპენჰაგენს” კი განთესილებიდან “ბაიერნის” გარდა ნებისმიერი.
მერვედფინალის პირველი მატჩები 13, 14, 20 და 21 თებერვალს ჩატარდება, საპასუხოები კი 5, 6, 12 და 13 მარტს. განთესილები საპასუხო მატჩებს სტუმრად გამართავენ.
მერვედფინალების დასრულებისთანავე წილისყრა ჩატარდება – უკვე ყოველგვარი განთესვებისა და შეზღუდვების გარეშე.