ვერძი
ეცადეთ, ნაკლები კომუნიკაცია გქონდეთ ნათესავებთან. საუბრები, შესაძლოა, კამათსა და ჩხუბშიც კი გადაიზარდოს. არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. აკონტროლეთ ემოციები და შეეცადეთ, დრო გამონახოთ დასვენებისთვის.
კურო
დიდია ინტრიგებისა და ახალი სასიყვარულო თავგადასავლების ალბათობა. ყველაფერი კარგად გააანალიზეთ და გადაწყვეტილება შემდეგ მიიღეთ.
ტყუპები
კრეატიული იდეები მოსვენებას არ გაძლევთ. ერთი შეხედვით, უაზრო იდეები მომავალში მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ.
კირჩხიბი
შანსი გაქვთ, გონივრული მოქმედებით და მოქნილობით დიდი და სარგებლიანი ურთიერთობები დაიწყოთ. მთავარია, ემოციები გააკონტროლოთ.
ლომი
ახლა თქვენს ცხოვრებაში რამდენიმე გზა ერთად გადაიკვეთება – იღბალი, შემოქმედება, სიყვარული და სხვა სასიამოვნო განცდები. გახსოვდეთ, როდესაც გიმართლებთ, იყავით ფხიზლად! ისწავლეთ, დროულად შეჩერება და ზომიერება.
ქალწული
მიენდეთ გულის კარნახს, ჩამოყალიბდით, რისკენ ისწრაფვით, რა გინდათ და მობილიზება გაუკეთეთ თქვენს რესურსებს. კარგი დროა, საფუძველი მოამზადოთ კარიერული წინსვლისთვის.
სასწორი
არის გაუგებრობების ალბათობა ახლობლებთან, ნუ შეაწუხებთ მათ თქვენი პრობლემებით, ნუ იკამათებთ და ნუ დაადანაშაულებთ ნურავის. დაისვენეთ, ეს ახლა ძალიან გჭირდებათ.
მორიელი
ნებისმიერ საკითხში შეგიძლიათ გარისკოთ, მაგრამ განსაზღვრეთ პრიორიტეტები, იყავით ფხიზლად და იმოქმედეთ გონივრულად.
მშვილდოსანი
პოზიტიური განწყობა მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, მოქმედების დროა. ყველაფერი გამოგივათ, თუ ენერგიას სწორად მიმართავთ.
თხის რქა
შესაძლოა, დღეს გაგიჭირდეთ თავის შეკავება აგრესიის გამოვლენისგან, თავს იჩენს შფოთი და მოუსვენრობა, უკონტროლო ქმედებები. გააკონტროლეთ ემოცია და დაისვენეთ.
მერწყული
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეტად დაისვენეთ. მოერიდეთ სიმძიმეებს, კონფლიქტებს და ნუ მოახვევთ სხვებს თქვენს შეხედულებებს.
თევზები
ეცადეთ, რაციონალურად მიუდგეთ პრობლემურ საკითხებს და ნუ წამოიწყებთ ექსპერიმენტებს. შესაძლოა, მიიღოთ სარფიანი შემოთავაზება.