1772-მდე გაიზარდა კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს

უკვე 1772-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ახალი ს დანიშვნას და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. სწორედ ამდენი კომპანია უერთდება დაფუძნებიდან მეექვსე დღეს freebusiness.ge-ზე შესაბამის მოთხოვნებს. ჩამონათვალში კი არაერთ სექტორში მომუშავე სხვადასხვა ზომის ბიზნესია.
ახალ პლატფორმაზე, რომელიც სტარტაპერმა გიორგი ჩუგოშვილმა შექმნა, კომპანიებს შეუძლიათ შეუერთდნენ თავისუფალი ბიზნესების შემდეგ განცხადებას: “არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას.”
ამ დროისთვის, პლატფორმაზე არსებული მონაცემებით, 972 განაცხადი დამუშავების რეჟიმშია.
ამასთან, ეტაპობრივად ემატება კომპანიები, რომელთაც პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ და საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს. ამ დროისთვის, საიტზე 60 ასეთი კომპანიის დასახელებაა ხელმისაწვდომი.