17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 17:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 175 817 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.5%-ია.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რაც შეეხება დარღვევებს, -ში განმარტეს, რომ „დარღვევები არის, მაგრამ ხელშესახები არა”.
პრესსპიკერის, თქმით დარღვევები უკავშირდება მაგალითად, ორი ბიულეტენის გაცემას, ან უბნის მოწყობის წესის დარღვევას, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, „კენჭისყრის შენობაში არ ყოფილა არსებითი დარღვევები, რომელთაც საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეეშლა შეეძლო”.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს