17:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
სავარაუდოდ, ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, თუმცა პრემიერს ან მინისტრებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც დეპუტატები არ უარყოფენ, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლებს.
ცნობები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ