170-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ჯამური ღირებულება 915 მლნ ლარია – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, 170-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, ჯამური ღირებულება 915 მილიონ ლარს შეადგენს.
ამასთან, გიორგი ამილახვარმა პროფესიულ განათლებაზეც ისაუბრა.
მინისტრის განმარტებით, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს კერძო სექტორის შემოყვანა პროფესიული განათლების განხორციელების პროცესში.
„პროფესიული განათლების ახალი ხედვის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კოლეჯების დირექტორთა კვალიფიკაციის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით დირექტორთა უფლებამოსილება 5 წლის ვადით განისაზღვრა. პროფესიული განათლების საფეხურზე შემუშავდა და ამოქმედდა კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგია. მიმდინარეობს მუშაობა სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის გაძლიერების მიმართულებით. დაწყებულია მასწავლებლის მომზადება და გადამზადება საერთაშორისო სტანდარტით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.