17-19 ოქტომბერს პარიზში საერთაშორისო ფესტივალი – „ლუვრის კარუსელი“ გაიმართება

17-19 ოქტომბერს პარიზში საერთაშორისო ფესტივალი – „ლუვრის კარუსელი“ გაიმართება. ამის შესახებ პოეტი გენრიეტა ქუთათელაძე აქვეყნებს სოციალურ ქსელში სტატუსს.
„რაოდენ სასიხარულოა, რომ ფესტივალში აჭარაში მოღვაწე შვიდი მხატვარი მონაწილეობს. გურამ ფუტკარაძის, ლუკა ბესელიას, მალხაზ კოჩალიძის, ბექა ბოლქვაძის, ეკა ცინცაძის, სერგო გოგოლაძისა და ირინა ტორონჯაძის ნამუშევრების გამოფენა ამ დიდებულ ვერნისაჟზე უკვე მრავლისმთქმელია. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ დიდ წარმატებას.
ახლა წარმოგიდგენთ გურამ ფუტკარაძის ფერწერულ ტილოს – „მთიანი აჭარა“, რომელიც გამოიფინება პარიზში /„ლუვრის კარუსელი“/. ბატონ გურამის ამ წარდგენას ჩვენი დიდი ხნის ფეისმეგობრობა განაპირობებს. ვულოცავ ფუნჯის აღიარებულ ოსტატს ამ წარმატებას და ახალი შემოქმედებითი სიმაღლეებისაკენ დავულოცავ გზას! მრავალჟამიერ თქვენი სიცოცხლე და შემოქმედება ბატონო გურამ“! – წერს გენრიეტა ქუთათელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა