17 წლის ქართველი “შვიდიანი” საფრანგეთში, დიდი პერსპექტივითა და უფრო ცნობადი ძმით – რას “გვავალებს” მიქაუტაძე…

გიორგი მიქაუტაძის ირგვლიც განვითარებული მოვლენების შემდეგ საფრანგეთში მოთამაშე ქართველებზე დაკვირვება უფრო მეტად გვმართებს. “ლილის” 19-წლამდელთა გუნდში 17 წლის ცენტრალური ნახევარმცველი, ალექსანდრე ქუთათელაძე თამაშობს. მას ახლა დებიუტი უკვე “ლილის” სარეზერვო შემადგენლობაში ჰქონდა, თანაც, წარმატებული.
ფეხბურთის გულშემატკივრები უფრო მეტად ალექსანდრეს ძმას, ნიკოლოზს იცნობენ. 24 წლის ფორვარდი, რომელიც ახლა თბილისის “დინამოშია”, კარიერას ს პსჟში, 17-წლამდელთა შორის იწყებდა.
რაც შეეხება ალექსანდრე ქუთათელაძეს, 19-წლამდელთა გუნდში ის ქებას იმსახურებს და დიდი პერსპექტივები აქვს. რაც შეეხება “ლილი B”-ს. იანვრის შემდეგ გუნდს წარმატებული სერია გააჩნია, “დენსის” წინააღმდეგ
2:0 მოგებულ შეხვედრაში კი მკვეთრად გაახალგაზრდავებული შემადგენლობა ჰყავდა. მათ რიგებში დებიუტი ქუთათელაძესაც ჰქონდა და 72 წუთი ითამაშა.
ნაციონალ 3-ში “ლილი B” მე-3 ადგილს იკავებს და მხოლოდ “რეიმსისა” და “ლანსის” სარეზერვო გუნდებს ჩამორჩება. ალექსანდრე ქუთათელაძე საქართველოს 15 და 16-წლამდე ნაკრებში გამოდიდა, ამჟამად კი 17-წლამდელებია წევრია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მას სულ 5 წუთი მიეცა, როცა “ნიუკასლის” მომავალი წევრი, ვახტანგ სალია შეცვალა.
ქუთათელაძე 7-ნომრიანი მაისურით თამაშობს. ის 183 სმ სიმაღლისაა, ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და როგორც იერიშების ჩაშლა, ასევე შეტევების წარმართვა და გოლების გატანა შეუძლია. მისი კარიერა “მონაკოს” ასაკობრივ გუნდებში იწყებოდა. იმედია, ალესანდრეს პროგრესი გაგრძელდება და მომავალში უფრო დიდი წარმატებები ელის!..