პრემიერლიგის 32-ე ტურში “ლივერპულისა” და “ფულჰემის” (2:0) მატჩის შემდეგ, “მერსისაიდელთა” მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა, 17 წლის ამომავალი ვარსკვლავის, რიო ნგუმოას შესახებ ისაუბრა.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი ითამაშებს თუ არა ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, პსჟ-ს წინააღმდეგ.
“საეჭვოა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოლო 6 დღეში 3 მატჩს ითამაშებს. ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. დაძაბულ ატმოსფეროში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, რთული შეხვედრები გვქონდა და “ფულჰემთან” რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე”, – განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულისა” და პსჟ-ს საპასუხო მატჩი 14 აპრილს გაიმართება.