მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს – ლიგა ენდესაში. 17 წლის ქართველი გამთამაშებელი “ბასკონიამ” დიდი გუნდის განაცხადში სეზონის წინ როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ევროლიგაში შეიყვანა და აი, დებიუტიც შედგა. ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში “ბასკონიამ” “ხირონას” უმასპინძლა, 94:81 სძლია და მატჩის ბოლოს მოედანზე 17 წლის ქართველი გამოჩბნდა. მათემ 1:48 წუთი ითამაშა და 2 ქულა მიითვალა. ხატიაშვილმა ქულები საჯარიმოს ხაზიდან მოიპოვა, რასაც წინ მეტოქეს ჯარიმა უძღოდა მოედნის ცენტრში, როცა მეტოქის ფარისკენ დაძრულ ქართველ გამთამაშებელს გზა გადაუღობა.
“ბასკონიას” 15-7 ბალანსი აქვს და მეხუთე პოზიციაზეა, 29 მარტს კი “ანდორას” სტუმრობს. მანამდე ბასკურ კლუბს ორი მატჩი ელის ევროლიგაში, სადაც თამაშის უფლება 17 წლის ქართველს ასევე აქვს. 25 მარტს “ბასკონია” “ცრვენა ზვეზდას” უმასპინძლებს, ხოლო 27-ში – თელ ავივის “ჰაპოელს”.
მათე ხატიაშვილი “ბასკონიას” სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ახლახან მან ახალგაზრდულ ევროლიგაზე ფინალშიც ითამაშა “ბასკონიას” მაისურით. შეგახსენებთ, რომ ხატიაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და დიდ გუნდში თამაშის გამოცდილება მის განვითარებას ხელს დიდად შეუწყობს.
GBF.GE

