17 წლის დაღესტნელმა “მანჩესტერთან” კონტრაქტი გააფორმა

17 წლის გარემარბმა ამირ იბრაგიმოვმა „მანჩესტერთან“ თავისი პირველი პროფესიული კონტრაქტი გააფორმა.
„ხელშეკრულების გაფორმებით გახარებული ვარ. არაფერი არ იცვლება, მძიმე შრომა გრძელდება. დიდება ალაჰს“, – დაწერა ამირმა სოციალურ ქსელში.
იბრაგიმოვი დაღესტანშია დაბადებული, 11 წლის იყო, როდესაც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ბრიტანეთში გადაბარგდა, 2019-2021 წლებში „შეფილდ იუნაიტედის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი „მანჩესტერში“ გადავიდა. მან პრემიერლიგის 18-წლამდელთა მიმდინარე ჩემპიონატზე 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. ამირმა ინგლისის 15 და 16-წლამდე ნაკრებში ითამაშა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში