17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, ნიქოზიაში კვიპროსს დაუპირისპირდება

ჩვენი ეროვნული გუნდებისთვის, 2024 წლის სანაკრებო სეზონს, გიორგი ჩიტაურის 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები კვიპროსთან მატჩებით გახსნის. ჩვენი ასაკობრივი გუნდი, კვიპროსელ თანატოელბს ნიქოზიაში, 16 და 18 იანვარს დაუპირისპირდება.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი).
მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი დაჩი, გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რევაზ დანელია(დინამო თბილისი),
დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილი მერანი), საბა ნიორაძე (სელერო), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი).
თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი – თურქეთს, ს და სერბეთს შეხვდება.
ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი
20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | საქართველო V დანია
nakrebi.ge