17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველი რაუნდის მატჩებისთვის ემზადება.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს 24-30 ოქტომბერს ყაზახეთი უმასპინძლებს. მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში, ტატა მატვეევას ხელმძღვანელობით ემზადება.
17-წლამდე გოგონათა ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში ითამაშებს. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. A ლიგაში B ლიგის ექვსი ჯგუფის გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი დაწინაურდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი)
დაცვა: ელენე ბოლქვაძე (), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), ნინო დანელია (კოლხეთი, ხობი), ანი გოდერიძე (მართვე)
ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), მარიამ ჯოჯუა (ელიტა)
თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
მატჩების განრიგი
24 ოქტომბერი | საქართველო – ყაზახეთი | 14:00
27 ოქტომბერი | საქართველო – ლატვია | 11:00
30 ოქტომბერი | ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო | 14:00
NAKREBI.GE
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი საქართველოს ქალთა ფეხბურთში
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი