17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
16 და 19 სექტემბერს, ჩვენი გუნდი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის ასაკობრივ ნაკრებს უმასპინძლებს. ორივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნლემა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული მატჩებისთვის ნაკრებში 21 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ელენე ბონდარევა (ნორჩები), ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი)
დაცვა: ელენე ბოლქვაძე (), ანა მამულაშვილი (ახალგორი), მარიამ ღუნაშვილი (ახალგორი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ნინო ნადარაია (კვარტალი), მარიამ მელაძე (რუსთავი)
ნახევარდაცვა: მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (ახალგორი), ნინიკო ჩხეტიანი (რუსთავი), ანასტასია ბუჩუკური (ნიკე-ლუსო), ნატო გუტიკაშვილი (რუსთავი), ანი დავითულიანი (სამეგრელო), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი)
თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სესილი გაბრელიანი (ახალგორი), ანა გრიგალაშვილი (თეთრიწყარო), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი (ლევანტე ბადალონა), ბარბარე ბერუაშვილი (თეთრიწყარო), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი)
NAKREBI.GE
საქართველოს 17-წლამდელ გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა