17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა

7-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც კინბაუმი (გერმანია) მასპინძლობდა, 29 ქვეყნის მოკრივეთა შორის 15 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი საქართველოს გოგონათა და ვაჟთა ნაკრები. მათ შორის, ხუთმა მედალი მოიპოვა.
ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ალექსანდრე ბალაძე (80 კგ). ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ სამწუხაროდ, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მონტენეგროელ მატია როგანოვიჩთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რატი ხარბედიამ (46 კგ), შალვა ბერიძემ (48 კგ), ზაზა მდინარიძემ (54 კგ) და ჰასან აკპინარმა (+80 კგ).
საქართველოს 23-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა – კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი