17 წელი გავიდა აგვისტოს ომის დაწყებიდან

დღეს, 7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.
ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის – სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.
ს მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.
ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ერთკვირიანი ესკალაციის შემდეგ, 7 აგვისტოს საღამოს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოსური მხარის პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. იმავე ღამით ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაურმა, მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, რომ ოსური მხრიდან სროლის განახლების გამო მიღებულია ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის გადაწყვეტილება.
საქართველოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები დაიწყეს რუსეთის 58-ე არმიის ნაწილებმა, რომლებიც მანამდე როკის გვირაბთან იყვნენ მობილიზებული.
მომდევნო დღეებში რუსეთის ავიაციამ დაბომბა ვაზიანის და სენაკის სამხედრო ბაზები, მარნეულის სამხედრო აეროდრომი, ქალაქი გორი, ს პორტი და კოდორის ხეობა.
2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და .
„ქართული ოცნების” ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.
ფორუმი