17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება – ქვეყნდება ალტერნატიული ნომრები

17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე 112-ში ზარების მიღება შეიზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებას ალტერნატიულ ნომრებს სთავაზობს.
„გაცნობებთ, რომ გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 17 ნოემბერს, დილის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემომავალი ზარების მიღება შეიზღუდება.
გადაუდებელი დახმარების მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ალტერნატიულ ნომრებზე: 599842206; 598087761; 577011139; 577011174; 591544384; 591946840; 591946870; 591544375.
ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაბიძე – უკიდურესი ვადა 21 ნოემბერი არ არის დათქმული და ბეჭედდასმული ვადა – შემაჯამებელი ოქმის შედგენის კანონიერებასთან ვერანაირი საკითხი ვერ დადგება – ყველა ვადა და ინსტანცია გუშინ ამოწურული იყო