1:7 მოტივაციაა თუ წნეხი? – სანიოლისა და ლოჩოშვილის პრესკონფერენცია

ესპანეთთან მატჩის წინ, ვალიადოლიდის „ხოსე ზორილიას“ სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხეს:
– როგორია ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომრეობა? შოტლანდიასთან შენგელიამ ხელი დაიშავა, ახლა როგორ არის?
– ლევანის გარდა, ყველა კარგად გრძნობს თავს და მზად არიან სათამაშოდ. მეორე შეხვედრა ყოველთვის რთულია, თუმცა, ვეცდებით კარგად ვითამაშოთ და ჩვენი შესაძლებლობები სრულად გამოვავლინოთ.

– შოტლანდიამდე თქვით, რომ კაკაბაძე არის ძალიან საიმედო ფეხბურთელი . რას იტყვით მასზე და ასევე, როგორ შეაფასებთ ქოჩორაშვილის თამაშს? მეორე კითხვა: კვარცხელიას უკვე დიდი რეპუტაცია აქვს, მათ შორის – მსაჯებთანაც. თუ ფიქრობთ მის შესაძლო კაპიტნობაზე, თუნდაც მომავალი წლისთვის ხომ არ უნდა ველოდოთ ხვიჩას თუნდაც სამ კაპიტანს შორის ერთერთ ვარიანტად?
კაკაბაძე ძალიან საიმედო იყო წინა მატჩში. ფაქტობრივად, არ ჰქონია შეცდომა, ფანტასტიკური იყო შოტლანდიასთან შეხვედრაში. ტრავმის შემდეგ ის ძალიან კარგად დაბრუნდა. რაც შეეხება ქოჩორაშვილს, მრავალი წელია ესპანეთში ცხოვრობს და თამაშობს, განსხვავებული მენტალობის და შესაძლებლობების ფეხბურთელია, ძლიერია ბურთით და უბურთოდ და ძალიან მომწონს. შოტლანდიასთან ქოჩორაშვილი ძალიან დაგვეხმარა იმ სივრცეში, სადაც გვჭირდებოდა. რაც შეეხება ხვიჩას, აჟამად კაშიაა კაპიტანი და ყველა ბედნიერია ამ ფაქტით. გურამს ბევრი კარგი თვისება აქვს თამაშის დროსაც, ახალგაზრდა მოთამაშეებთან ურთერთობაშიც და ა.შ. დიახ, ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, არის ძალიან პოპულარული მოთამაშე, მაგრამ კაპიტნისთვის კიდევ სხვა თვისებებიც არის საჭირო და ამ ეტაპზე, გურამი სრულად აკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს.
– თბილისში 1:7 წაგებული მატჩის გახსენება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებისთვის მოტივაციაა იმ კოშმარის დასავიწყებლად, თუ პირიქით – წნეხი იქნება?
ის მატჩი ძალიან რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხრივ, დაგვეხმარა იმ მხრივ, რომ ბევრი საფიქრალი მოგვცა, ბევრი რამის გაანალიზების საჭიროება. ასე რომ, დღეს აქ რევანშთვის არ ვართ, ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ვაჩვენოთ ის პოზიტიური ძვრები, რაც გვაქვს. დღეს აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად.
ლოჩოშვილი: რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო, მაგრამ ასეთი წაგებები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია… ყველამ გაანალიზა ამ წაგების მიზეზები, იმ მარცხს გამოვიყენებთ მოტივაციისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხვალ წარმატებით ვითამშოთ. იმისთვის, რომ მარტის თამაშებში მსგავსი შეცდომები აღარ იყოს.
– რას იტყვით შოტლანდიასთან მატჩზე?
– სანიოლი: მე-60 წუთამდე კარგი თამაში გვქონდა, მაგრამ მერე რაც მოხდა, ამაზე უკვე ბევრი ვილაპარაკეთ. ბოლო წუთები, განსაკუთრებით მეორე გოლი იყო ბევრი პატარა შეცდომის ბრალი… თუმცა, მთავარია, ვიმუშაოთ ამ შეცომების გამოსწორებაზე და გავაგრძელოთ წინსვლა.
– ლოჩოშივილი: პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ შოტლანდიასთან, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმართა ძალიან ძლიერი გუნდი გააქტიურდა, გაგვიჭირდა, ალბათ, ცოტათი იღბალიც დაგვაკლდა ბოლო წუთებში და… მაგრამ მთლიანობაში, ჩემი აზრით, კარგი მატჩი გვქონდა.
რატი შელეგია – ვალიადოლიდიდან