17 კომერციული ბანკიდან 4 ზარალზე გავიდა

2024 წელი კომერციულმა ბანკებმა 3.096 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი 2023 წლის მაჩვენებელს 380 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წელი ბანკებმა 2.716 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა შეადგინა 8.430 მლრდ ლარი, საიდანაც სესხებიდან შემოსავლები იყო 7.018 მლრდ ლარი. ამავე სტატისტიკით, დეკემბრის მდგომარეობით ბანკების საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან იყო 106.5 მლნ ლარი.
სებ-ის ცნობით, 2024 წლის 12 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება მთლიანად 3 096 809 000 ლარი შეადგინა. ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მათგან 4 კი ზარალზე გავიდა. ეს ბანკებია: „სილქ ბანკი“, „ჰეშბანკი“, „პეისერა“ და „პეივბანკი“.
2024 წლის კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები ასეთია:
· „“ – 1 504 149 000 ლარის მოგება;
· „ ბანკი“ – 1 206 387 000 ლარის მოგება;
· „ლიბერთი ბანკი“ – 103 988 000 ლარის მოგება;
· „ბაზის ბანკი“ – 78 492 000 ლარის მოგება;
· „კრედო ბანკი“ – 68 862 000 ლარის მოგება;
· „ქართუ ბანკი“ – 36 180 000 ლარის მოგება;
· „პროკრედიტ ბანკი“ – 32 354 000 ლარის მოგება;
· „ტერა ბანკი“ – 31 622 ლარის მოგება;
· „ხალიკ ბანკი“ – 20 501 000 ლარის მოგება;
· „პაშაბანკი“ – 7 291 000 ლარის მოგება;
· „იშ ბანკ“ – 11 979 000 ლარის მოგება;
· „ვითიბი ბანკი“ – 8 413 000 ლარის მოგება;
· „ზირაათ ბანკი“ – 4 919 000 ლარის მოგება;
· „სილქ ბანკი“ – 11 192 000 ლარის ზარალი;
· „ჰეშბანკი“ – 5 335 000 ლარის ზარალი;
· „პეისერა“ – 792 000 ლარის ზარალი;
· „პეივბანკი“ – 1 009 000 ლარის ზარალი.
წყარო: ipn.ge