17 დეკემბრის აქციების ჩამონათვალი
საქართველოში, ახალი არჩევნებისა და უდანაშაულოდ აქციაზე დაკავებულების გამოშვების მოთხოვნით, პროევროპული უწყვეტი პროტესტი მე-20 დღესაც გრძელდება. 17 დეკემბერს, აქცია/მარში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. აქცია დაგეგმილია რეგიონებშიც.
გთავაზობთ ამ დროისათვის ცნობილ, 17 დეკემბერს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალს:
თბილისი:
12:00 საათი, თსუს II კორპუსთან
13:00 საათი, გაფიცვა
13:00 საათი, დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდე სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მარში გაიმართება.
14:00 საათი, სტუდენტების მარში – მარჯანიშვილის მეტროდან პარლამენტამდე.
14:00 საათი, სტუდენტური მოძრაობის მარში. შეკრების ადგილი: რუსთაველის მეტრო.
„გელოდებით ყველას რუსთაველის მეტროსთან! დაგვიდექით გვერდში! დაასრულე თაობების გაჭაღარავება აქციებიდან აქციებამდე!“
14:00 საათი, შსს-ს შენობასთან (გულუას ქ. N8) აქცია იგეგმება, საიდანაც დემონსტრანტები მარშით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.
„ერთად გამოვუცხადოთ სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს!“
14:30 საათი, თსუს II კორპუსიდან მ/ს „რუსთაველამდე“ მარში იგეგმება, სადაც აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებს შეუერთდებიან და ერთად პარლამენტისკენ წავლენ.
15:00 საათი, ტურიზმის საპროტესტო აქცია. მსვლელობა: რუსთაველის გამზირისკენ. შეკრების ადგილი: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაცია.
18:00 საათი, ჭავჭავაძის გამზ.64 (ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან), მსვლელობა პარლამენტისკენ.
” დასავლური განათლებით ევროპისკენ!”
19:00 საათი, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ისტორიკოსთა მარში.
„ვიწვევთ ისტორიკოსებს, ისტორიის მომიჯნავე მეცნიერებათა წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, ისტორიის მიმართულების სტუდენტებსა და ყველა ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი“.
19:00 საათი, საუნივერსიტეტო საზოგადოების სოლიდარობის მარში!
შეკრების ადგილი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსი).
19:00 საათი, დღის ეთერი ხალხს! – საზოგადოებრივი მაუწყებელი
17 დეკემბერს, რეგიონებში დაგეგმილი აქციების ჩამონათვალი ასეთია:
ქუთაისი:
19:00 საათი, ქუთაისის მერიის წინ.
“კი ევროპას, არა რუსეთს!”
ბათუმი:
19:00 საათი, საკონსტიტუცუი სასამართლოსთან
“სამშობლოს სამსახურში!”