17 დეკემბერს, 13:00 საათზე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საპროტესტო მარში იგეგმება

სოციალურ ქსელში, შეფი, ლუკა ნაჭყებია სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების პროტესტს აანონსებს.
აქცია/მარში სამშაბათს, 17 დეკემბერს 13:00 საათზე დეზერტირების ბაზრიდან პარლამენტამდეა დაგეგმილი. სექტორის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ.
“ნებისმიერ ადამიანს, ვინც ან ამ სფეროს ემსახურება ან ამ სფეროს სტუმრობს, შეუძლია შემოგვიერთდეს. სიმბოლურად, თბილისის კულინარიული ეპიცენტრიდან დავიწყებთ. დეზერტირების ბაზრის აგურის შენობა”, – წერს შეფი ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა