თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 ოქტომბერს „გზის გადაკეტვისა“ და სხვა ადმინისტრაციული გადაცდომების საფუძვლით დაკავებული 17 დემონსტრანტის საქმე განიხილა და პატიმრობა შეუფარდა 11 მათგანს. დანარჩენი ექვსის სასამართლო სხდომები გადაიდო.
პატიმრობა შეუფარდეს დღეს, 24 ოქტომბერს დაკავებულებს. ესენი არიან:
· 64 წლის ლია მუშკუდიანი – მოსამართლე კობა ჩაგუნავა – 3 დღე (მოსამართლემ თქვა, რომ ასაკი გაითვალისწინა);
· პოლიტიკური აქტივისტი კახაბერ კვეკვესკირი – მოსამართლე კობა ჩაგუნავა – 14 დღე;
· რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ბელიკოვი – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი – 14 დღე და საქართველოდან გაძევება 2 წლით. მას რუსეთში დეპორტაცია ემუქრება.
რაც შეეხება დანარჩენ 14 დემონსტრანტს, რომლებიც წინა დღეს, 22 ოქტომბერს დააკავეს და რომელთა სასამართლოებიც 23-ში დაინიშნა:
· რვა მათგანს პატიმრობა შეუფარდეს
· ექვსის პროცესი გადაიდო
პატიმრობა შეეფარდათ შემდეგ დემონსტრანტებს:
· ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი – მოსამართლე ზვიად ცეკვავა – 7 დღე
· აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი – მოსამართლე ზვიად ცეკვავ – 14 დღე
· ლორენა ბერია – მოსამართლე კობა ჩაგუნავა – 4 დღე
· ნეკა ნათელაშვილი – მოსამართლე ნინო ენუქიძე – 6 დღ
· მარია ტალიაშვილი – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი – 4 დღ
· ლუკა გოგია – 14 დღ
· შაკო ბაღდოშვილი – 14 დღე
· ნიკოლოზ შურღაია – 14 დღე
დემონსტრანტები, რომელთა სასამართლო პროცესებიც გადაიდო, მანამდე კი დარბაზიდან გაათავისუფლეს:
· ნინი ნაჭყებია
· თამუნა გიორგაძე
· გიორგი ელიაშვილი
· იოსებ ხეოშვილი
· თეონა ტალახაძე
· დავით ასანიძე.
გასულ კვირაში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონები, რომლებმაც კიდევ უფრო შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება – აქციაზე პირბადის გაკეთება ან გზის გადაკეტვა ისჯება 15 დღემდე პატიმრობით, განმეორების შემთხვევაში – 1 წლამდე პატიმრობით.
ფორუმი




