17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ, – ამის შესახებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ წერილშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს.
როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს.
„ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე ძნელად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი , ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, – ნათქვამია წერილში.
ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, „ქართული ოცნების“ მთავრობა და პარლამენტი არასწორი მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
„ეს, რა თქმა უნდა, კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. თუ გავითვალისწინებთ -ის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიან ისტორიას, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევენ, ახლა მოქმედების დროა“, – აღნიშნავენ ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები.
მათივე განცხადებით, ახლა აშშ-მა ყველა პასუხისმგებელი პირის ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დააყენოს და ისინი იმ ნაბიჯების შესახებ საუბრობენ, რომელიც აშშ-მა უნდა გადადგას:
„ესენია: ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგების აღიარებაზე უარის თქმა და ასევე, ახალი პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარებაზე უარის თქმა.
პრეზიდენტ, ს ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის.
მოუწოდეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიცვან, ქართული დემოკრატიის საფუძველი და უარი თქვან ამ დოკუმენტისთვის შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე.
პირდაპირი და საჯარო სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ სა და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მსგავს ავტორიტარულ ქცევებში არიან ჩართულები. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია წერილში.
ყოფილი ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, ზემოთ აღნიშნული ზომები უფრო მეტად ეფექტური იქნება თუ მათი განხორციელება ევროკავშირთან ერთად მოხდება.
წერილს ხელს შემდეგი პირები აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; ს, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი სა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოსა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი.