17 ათასია ახლა და წინათ იყო 10 ათასი დოლარი – თქვენ დაგვაკელით ანაზრაურება – მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი “ოცნებას” და პრემიერის განმარტება

17 ათასია ახლა და წინათ იყო 10 ათასი დოლარი – თქვენ დაგვაკელით ანაზრაურება – მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი “ოცნებას” და პრემიერის განმარტება
“ტვ პირველის” ცნობით, “ქართული ოცნება” ახალ სკანდალში ეხვევა – ივანიშვილის გუნდს სიცრუის ტირაჟირებასა და ხალხის მოტყუებაში მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ამხელს.
საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულ პარაოლიმპიელებს კოლოსარულ პრემიებს გადასცემენ, თუცმა, ირკვვეა, რომ ეს ფულადი ჯილდო სპორტმენებს კანონით ისედაც ეკუთვნოდათ. ამის შესახებ მკლავჭიდის ფედერაციის მწვრთნელი ბესიკ ლეკიაშვილი სოციალურ ქსელში ალაპარაკდა.
სპორტსმენი ამბობს, რომ ეს თანხა გასულ წლებთან შედარებით არა გაზრდილი, როგორც ამას “ოცნება” ამტკიცებს, არამედ შემცირებულია.
“მსოფლიოზე ვიყავით საკმაოდ წარმატებულად. ჩამოვედით. ნახევარსაათიანი შეხვედრა გააკეთეთ ჩვენთან, რომ ფოტოები გადაგეღოთ, მეორე დღეს გამოაქვეყნეთ მთავრობის სხდომაზე და აი ეს პრემიები დაწერეთ, როგორი კაი ტიპები ხართ. ეს ისედაც ასე იყო თქვენამდე, ამაში რა არის ახალი? ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ, ჩემო კარგებო. ნუ ჯერ არ ჩაგვრიცხვია ეს პრემია, იმედია ჩაგვერიცხება. ეს თქვენი გაკეთებული არ არის, თქვენ ახალი გვითხარით რამე. თქვენ ხომ იმატებთ პრემიებს თქვენ ხომ ემსახურებით სპორტს, თქვენ ხომ ჩვენს გამარჯვებაში იღებთ ფულს, ჩვენ გამარჯვებაში ჩვენ მოგვიმატეთ, თქვენ კი ნუ იმატებთ და კი ბატონო, გეტყვით მადლობას. ამაზე მადლობა როგორ უნდა გითხრათ? 17 ათასი ახლა და წინა ხელისუფლების დროს აქ ეწერა 10 ათასი დოლარი. თქვენ რომ მოხვედით, დაგვაკელით ანაზრაურება”, – ამბობს ბესიკ ლეკიაშვილი.
მწვრთნელი ამბობს, რომ მას წულუკიანის უწყებიდან დაუკავშირდნენ და სამინისტროში დაიბარეს. მისი თქმით, მკლავჭიდის ფედერაციაში ბევრი პრობლემაა და ამაზე სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრებს.
წყარო: “ტვ პირველი”
ცნობისთვის, ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს პრემიერმა კომენტარი გააკეთა. ირაკლი კიობახიძის განმარტებით, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ფონს მარტივი ტყუილებით გავიდეს.
„რამდენიმე ტყუილს შეიცავდა სიუჟეტი, რომელიც გავრცელდა ტვ პირველზე, რეალურად, არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული პრემიები, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სახეობებისთვის და რაც დადგენილებით არის გათვალისწინებული, ის პრემიები გამოიწერა და რა თქმა უნდა, ჩაირიცხება თითოეული შესაბამისი სპორტსმენის ანგარიშზე. აქაც მარტივი ტყუილებით ცდილობენ, ფონს გავიდნენ, თუმცა ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ასეთი ტყუილები რომ ვერ ჭრის ხოლმე, სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ 60% რეიტინგი და ამიტომ აგებს ძალიან მძიმედ არჩევნებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩვენ მივიღებთ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იქნება ფლაგმანი არამხოლოდ საქართველოში არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით“ – მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოზე