160 ათასი ლარი მხოლოდ ფურშეტებში ერთ თვეში – ს ბიუჯეტის დეტალები – მედია

ტვ პირველის ინფორმაციით, მ ერთ თვეში მხოლოდ 160 ათას ლარამდე თანხა ფურშეტებში დაიხარჯა.
დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ ცესკოს ჩაუტარებია სემინარები ს შესახებ და წასულან მივლინებებშიც. ერთ–ერთი მიღება–ჩაბარების აქტის მიხედვით, ფურშეტი შედგებოდა ლობიანის, ხაჭაპურისა და ღვეზელებისგან.
ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი “ოცნების” დავალებების შემსრულებელია და ამიტომაც უქმნიან მას და მის დაქვემდებარებულ პირებს სრულ კომფორტს.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი ბესიკ დონაძე, ტვ პირველთან ამბობს:
გამოდის, რომ ეს ხარჯი თავის კომისიის წევრებს დაახარჯა და იმ ჯგუფებს, რომელთან ერთადაც ცდილობს ამ ს დემოკრატიულად გაყიდვას. ცესკომ რომ ჩაატაროს ისეთი არჩევნები, როგორი არჩევნებიც სურს “ქართულ ოცნებას”, შესაბამისად, ვიღაცეების სურვილები უნდა დააკმაყოფილოს ცესკოში “ქართულმა ოცნებამ”. ამიტომ, კალანდარიშვილმა რომ თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, მას დაცვა უნდა დაუნიშნონ. ვისაც დაცვას ვერ უნიშნავენ, კომისიის დანარჩენ წევრებს, ისინი უნდა შეაიარაღონ. ანუ რაღაც ბავშვობის ოცნებებს უსრულებენ ცესკოს წევრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება