16 წლის ქართველი ტალანტი “იუვენტუსში” – ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს

Tuttosport-ის ინფორმაციით, “იუვენტუსი” 16 წლის ქართველი ტალანტის ანდრია ბართიშვილის დამატებით სერიოზულადაა დაინტერესებული.
ახალგაზრდა ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა არაერთ გუნდს სურს, თუმცა ტურინელთა სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის მამუკა ჯუღელთან და კრისტიან ძაკარდოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც ტრანსფერს უფრო აადვილებს.
ივარაუდება, რომ გარიგება უახლოეს თვეებში დაიხურება. ბართიშვილი თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია, ამჟამად ფოთის “კოლხეთში” ირიცხება და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავს და მას “ახალ კვარაცხელიას” უწოდებენ.
ის თავიდან “იუვენტუსის” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხება და იმავე გზას გაივლის, რაც გუნდის ამომავალმა ვარსკვლავმა ქენან ილდიზმა
განვლო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში