16 წლის გოგო ჯერ დანიშნეს, მას შემდეგ კი, რაც სკოლის მოსწავლემ გათხოვებაზე უარი თქვა, საქმრომ მოიტაცა – არასრულწლოვანსა და მის გამტაცებლებს ამ დრომდე ეძებენ

16 წლის გოგო ჯერ დანიშნეს, მას შემდეგ კი, რაც სკოლის მოსწავლემ გათხოვებაზე უარი განაცხადა, საქმრომ ის საკუთარი სახლიდან მოიტაცა. გატაცების საქმეზე სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დღეს დილიდან, მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები გამოიკითხნენ. სამართალდამცველები ამ დრომდე არასრულწლოვანსა და მის გამტაცებლებს ეძებენ.
რა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს გამოკითხვის შემდეგ დაზარალებულმა ოჯახმა უცნობია. საქმის სამართლებრივ საკითხებზე საუბარი არ ისურვა დაზარალებული ოჯახის ადვოკატმაც და კითხვებზე პასუხს თავი აარიდა.
16 წლის გოგოს გატაცების საქმეზე დღეს არ საუბრობენ, თუმცა გუშინ მსხვერპლის ოჯახი მომხდარის შესახებ დეტალურად ჰყვებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გამტაცებელმა რამდენიმე თვის წინ დანიშნა, შემდეგ კი გაიგო, რომ გოგონამ გათხოვებაზე უარი თქვა. 9 დეკემბერს, მომავალი მეუღლე, თანმხლებ პირებთან ერთად, მსხვერპლის სახლში შეიჭრა და ის ძალის გამოყენებით გაიტაცა. ამ დრომდე, 16 წლის გოგონას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოლოდინში არიან ში – იქ, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობდა.
ახალგაზრდა მამაკაცსა და მის თანმხლებ პირებს პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ეძებს. 16 წლის გოგონას საქმეზე, გამოძიება ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად