16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას მალაიზიაც გეგმავს

მალაიზია მომავალი წლიდან 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვას აპირებს, რითაც უერთდება იმ ქვეყნების მზარდ რიცხვს, სადაც, ბავშვის უსაფრთხოების მიზნით, ციფრულ პლატფორმებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უჭერენ მხარს.
მალაიზიის კომუნიკაციების მინისტრმა ფამი ფადზილმა განაცხადა, რომ მთავრობა გადახედავს მექანიზმებს, რომლებსაც ავსტრალია და სხვა ქვეყნები სოციალურ ქსელებზე ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებისთვის იყენებენ. როგორც მან აღნიშნა, მიზანი ახალგაზრდობის დაცვაა ისეთი ონლაინ საფრთხეებისგან, როგორებიცაა კიბერბულინგი, ფინანსური თაღლითობა და სექსუალური შევიწროება.
“ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წლისთვის სოციალური მედიის პლატფორმები დაემორჩილებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც 16 წლამდე ასაკის პირებს ანგარიშების გახსნას აუკრძალავს“, – განუცხადა ფადზილმა ჟურნალისტებს.
ბავშვის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სოციალური მედიის გავლენა ბოლო პერიოდში გლობალურად სულ უფრო აქტიურად განიხილება. ზოგიერთი პლატფორმა, მათ შორის TikTok, Snapchat და Meta (Facebook, Instagram, Whatsapp) -ში რამდენიმე სარჩელის წინაშე დგანან, “მენტალური ჯანმრთელობის კრიზისის გაღვივების” ბრალდებით.
ავსტრალიაში სოციალურ პლატფორმებს ვალდებულება აქვთ, წლის ბოლომდე გააუქმონ ყველა ანგარიში, რომელიც 16 წლამდე პირს ეკუთვნის – კანონს, რომელიც ქვეყანამ გასულ წელს მიიღო, მარეგულირებლები მთელი მსოფლიოდან აკვირდებიან.
ასაკის დადასტურების აპლიკაციას ტესტავენ ერთობლივი ინიციატივით საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, და საბერძნეთიც.
მინიმალური ასაკის დაწესებას აპირებდა სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის ინდონეზიაც, თუმცა მოგვიანებით ქვეყანამ ნაკლებად მკაცრი რეგულაცია შეიმუშავა, რომელმაც ტექნოლოგიურ პლატფორმებს თავიანთი ქსელების ნეგატიური კონტენტისგან გათავისუფლება და მკაცრი სავერიფიკაციო ზომების დანერგვა დაავალდებულა.
მალაიზიამ ბოლო წლებში სოციალური მედიის კომპანიები უფრო მკაცრი კონტროლის ქვეშ დააყენა, მავნე კონტენტის, მათ შორის ონლაინ აზარტული თამაშების და რასასთან, რელიგიასთან და სამეფო ოჯახის წევრებთან დაკავშირებული პოსტების ზრდის გამო.
მალაიზიაში, იანვარში ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანახმად, 8 მილიონზე მეტი მომხმარებლის მქონე პლატფორმებსა და მესენჯერებს ახლა ლიცენზიის მიღება მოეთხოვებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ავალიანის დედის მიმართვა: ახლა გადმომეცა საქმის მასალები – ვნახე, რომ 26 სექტემბერს ჩამოტვირთა ალექსანდრე გაბაშვილმა გიგა ავალიანის სურათები Facebook-დან… ეს ის დღეა, როცა ნია იმნაძე არ იყო გაკვეთილზე (ვიდეო)

ქეთი მოლაშვილი: წყნეთის პოლიციის უფროსი, დაკავებულია ქრთამის აღების ბრალდებით, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ფაქტი დაუდეს, ვერც მტკიცებულება, ვერც ვიდეოჩანაწერი, უბრალოდ აი ასე, სიტყვაზე დაიჭირეს და ციხეში ჰყავთ, სწორედ გავიგე ხალხო?! ეს იმას ნიშნავს, რომ…

ლალი მოროშკინა: ყველა ნაპრალიდან გამოსულმა გიენამ ცხადად დაგვანახა ის სურათი, თუ რა დღეში ვიქნებოდით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი. ჯანმრთელობა და ულევი სიხარული თქვენ და თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახს!