16-წლამდელებმა თებერვლის შეკრება დაასრულეს

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, დღეს, რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე თურქეთთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 3:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, სანდრო მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება შეძლო.
ალექსანდრე კობახიძის გუნდი, მომდევნო შეკრებას აპრილში გამართავს, სადაც მოლდოვაში დაგეგმილ განვითარების თასზე მიიღებს მონაწილებას. ოქტომბერში კი ეს ასაკობრივი ჯგუფი, 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას შეეცდება.
16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე – ისლანდიას და საბერძნეთს შეხვდება. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს. ჯგუფური ეტაპის მატჩებს
საქართველო უმასპინძლებს.
nakrebi.ge