16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ – შემადგენლობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, ბულგარეთში უეფას განვითარების თასზე მიემგზავრება, სადაც ჩვენი ასაკობრივი – ბულგარეთს, კოსოვოს და სამხრეთ აფრიკას შეხვდება.
გიორგი ჩიტაურის გუნდი, შემოდგომაზე 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
4 აპრილი | სამხ. აფრიკა V საქართველო | 14:00
6 აპრილი | ბულგარეთი V საქართველო | 17:00
8 აპრილი | კოსოვო V საქართველო | 14:00
U16 | შემადგენლობა
მეკარეები: ოთარ გურიელი (დინამო თბილისი), შოთა მეტონიძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ თარაშვილი (ინტერის აკადემია).
მცველები: ანდრია ფოცხვერია (ინტერის აკადემია), ნიკოლოზ თომაევი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კობზონაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უღრელიძე (იბერია 1999), ალექსანდრე ხარაზი (ინტერის აკადემია), დაჩი დგებუაძე (ინტერის აკადემია), რობი ფერიაშვილი (გლდანი), დემეტრე ჩხარტიშვილი (ინტერის აკადემია).
ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი (ინტერის აკადემია), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ოჩიგავა (დინამო თბილისი), ერეკლე კაკულია (სელერო), დემეტრე ქურასბედიანი (დინამო თბილისი), ჯუმბერ დუმბაძე (პორტუსი ), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), სანდრო  ბინიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ანდღულაძე (ინტერის აკადემია), ნიკოლოზ კოღუაშვილი (რეჯიანა, იტალია).
ფორვარდები: ლევან ჭიკაიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ სახვაძე (დინამო თბილისი).
NAKREBI.GE