ვერძი
დღეს, სამსახურში მოსალოდნელია ურთიერთგამომრიცხავი სიტუაციები, მოულოდნელობები. დააკვირდით ირგვლივ მყოფებს, მოსალოდნელია არასტაბილური ემოციური მდგომარეობა.
კურო
მოუფრთხილდით ნერვებს, მოთოკეთ ემოციები, ზოგადად, მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
ტყუპები
აქტუალური ხდება პირადი საკითხები. ზოგადად, სირთულეებია მოსალოდნელი საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში.
კირჩხიბი
პარტნიორული საკითხები, საოჯახო საკითხები, ფინანსები – ყოველი სფერო თქვენს ყურადღებას საჭიროებს, იყავით თანმიმდევრული, ყური მიუგდეთ ახლობლების რჩევებსა და საკუთარ ინტუიციას.
ლომი
დღეს პირადი თემა განსაკუთრებით აქტუალურია. შესაძლოა, სწორედ დღეს გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც დიდი ხანია, ელოდით. არის ალბათობა, ძველი ურთიერთობა გაცოცხლდეს, – შეხედოთ სიტუაციას ან პარტნიორს ახლებურად.
ქალწული
მატულობს თქვენი ავტორიტეტი, თქვენი ენთუზიაზმითა და შრომისმოყვარეობის წყალობით, დიდ ყურადღებას დაიმსახურებთ. წარმატებული დღე გაქვთ.
სასწორი
ერიდეთ თავშეყრის ადგილებს. ხასიათში მატულობს გაღიზიანება. შეიმოსეთ ამინდის შესაბამისად, რადგან ჯანმრთელობა ამ პერიოდში მეტ ყურადღებას საჭიროებს.
მორიელი
სიახლეების დღეა, შესაძლოა, მოიმატოს შემოსავლებმა, ძველი პროექტებზე მუშაობა ჯერ კიდევ აქტუალურია.
მშვილდოსანი
შესაძლოა, დღეს, გაიგოთ საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ახალი მოგებიანი კავშირების დამყარებაში.
თხის რქა
სამსახურეობრივ სფეროში, შესაძლოა, რაღაც ახალი შემოთავაზება გქონდეთ, შესაძლოა, დაწინაურდეთ კიდეც.
მერწყული
დღეს, ეცადეთ, თქვენს ბიზნესს შემოქმედებითი კუთხით მიუდგეთ. ასევე, მნიშვნელოვანია ახალ კავშირებზე გასვლა.
თევზები
ნუ ენდობით დაპირებებს და თქვენც ნუ დაჰპირდებით ნურავის ისეთ რამეს, რასაც ვერ შეასრულებთ. იმოქმედეთ მხოლოდ სიტუაციის ანალიზის შემდეგ.