16 ნოემბერს ცესკოს შენობასთან აქცია გაიმართება

16 ნოემბერს, თბილისში, 11 საათზე, ცესკოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა განაცხადეს.
ხვალ ცესკოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა მიიღონ – ანუ, არჩევნების საბოლოო შედეგები დაადასტურონ.
ოფიციალური შედეგებით, არჩევნებში მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. 26 ოქტომბრის შემდეგ, თბილისში და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრიაშვილი: დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან, თუმცა არსებობს კითხვები როგორ და როდის გააკეთებს ამას – ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს