16 მომხრე 19 წინააღმდეგი – რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველ განხილვისას ჩააგდო

16 მომხრე 19 წინააღმდეგი – გადაწყვეტილება, რომელიც სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, ხმათა ამ რაოდენობით გაფორმდა. რუსთავის საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველ განხილვაზე ჩააგდო.
რუსთავის მერი კონკრეტული შენიშვნების წარდგენას და კითხვების დასმას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრებისგან იმ დრომდეც ითხოვდა, ვიდრე მათი ნაწილი განხილვაზე უარს იტყოდა და დარბაზს დატოვებდა.
“ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” მიერ დარბაზის დატოვების შემდეგ, მ ბიუჯეტის პროექტი სხდომაზე დარჩენილ თანაგუნდელებს და პარტია “საქართველოსთვის” წევრებს წარუდგინა. კამათი ამ ნაწილშიც გაგრძელდა, როდესაც კითხვებს ოპოზიციონერი დეპუტატები სვამდნენ.
5 საათიანი სხდომის ბოლოს პოზიციები არ შეცვლილა. ოპოზიცია პროექტში ცვლილებებს ითხოვს. მერი კი ამბობს რომ მეტად გაუმჯობესება შეუძლებელია, ბიუჯეტის მოცულობა კი რეკორდულად არის გაზრდილი.
არსებული პროექტის მიხედვით რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი 25 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი ხოლო მთლიანი მოცულობა – 112 მლნ 753 ათას ლარზე მეტია. პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს თუმცა საკრებულოში არსებული პოლიტიკური ბალანსის გათვალისწინებით მომდევნო მოსმენებზეც დაძაბულ დისკუსიებს ელოდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

არა მხოლოდ „გრაფინების“, არამედ „შუშის ხიდის“ და იუსტიციის სახლის, ე.წ. „სოკოების“ განთავსებით სააკაშვილმა და მისმა კრიმინალურმა კოჰორტამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილს ავთენტურობა წაართვა, იერსახე გაუნადგურა

სააკაშვილი და მისი ბანდა მაოხრებელი გზირის მძიმე როლს წლებია ასრულებენ, მათი დანაშაულებრივი ნაბიჯების სიმძიმეს წლების შემდეგაც ვიმკით, ერთ-ერთი სწორედ „გრაფინებში“ მომხდარი ტრაგედიაა, რაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ კრიმინალ სააკაშვილს ეკისრება