16 მილიონის სახელმწიფო შესყიდვები რუსულ ბიზნესთან – Ifact-ის გამოძიება

ifact.ge-ს კვლევის მიხედვით, ბოლო 10 წელში სახელმწიფო შესყიდვებში 43 რუსული კომპანია იმარჯვებს. მხოლოდ 2022–2025 წლებში მათთან 379 ხელშეკრულება გაფორმდა 16 მლნ ლარზე; აქედან 6 მლნ ლარი იმ ფირმებზე მოდის, რომლებიც საქართველოში 2022 წლის თებერვლის შემდეგ დარეგისტრირდნენ. ამ პერიოდში 2,5 მლნ ლარის გარიგებები გამარტივებული წესითაც გაფორმდა. ყველაზე აქტიური შემსყიდველები არიან ბაღები, სკოლები, კოლეჯები და უნივერსიტეტები (155 კონტრაქტი), შემდეგ — მერიები და მათი სამსახურები (83), – ამის შესახებ ინფორმაციას Ifact-ი ავრცელებს
კონკრეტული მაგალითები: ს ა/რ-ის მთავრობამ 2024 წლის იანვარში დევნილებისთვის შპს „კადევე საქართველოსგან“ 101 კგ რუსული ტკბილეული იყიდა 1 746 ლარად. მომწოდებელი ციმბირში რეგისტრირებულ „კადევეს“ ეკუთვნის, რომლის ერთ-ერთი მფლობელი უკრაინის მიერ სანქცირებული დენის შტენგელოვია.
უსაფრთხოების პრიორიტეტიანი უწყებებიც თანამშრომლობენ რუსულ კომპანიებთან: ში ომის დაწყების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ, აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობამ, -მ, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ჯამში ნახევარი მილიონი ლარის 32 ხელშეკრულება გააფორმეს. წყარო.
საჯარო ფულით კვების ობიექტებში: 2022–დან დღემდე რუსების კუთვნილ რესტორნებთან 108 კონტრაქტი გაფორმდა, ჯამში 114 000 ლარი. 2022 წლის სექტემბერში „საქართველოს რკინიგზამ“ ვახშამი გამართა რესტორან „ვერიკოში“ (მფლობელი შპს „ჯმტ ქარხანა“) — შეკვეთის შორის იყო 498 ლარის ღვინო. „ჯმტ ქარხანის“ ერთ-ერთი მეწილე „Table Talks“-ია, სადაც წილები აქვთ რუსეთში მოღვაწე დმიტრი ბორისოვს, გლებ რუდენკოს, ასევე რუსეთ–საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვასილ წერეთელს (მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელი დირექტორი, ს სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი; პუტინის მიერ დაჯილდოებული 2018 და 2025 წლებში). 2022 წლის მაისის შემდეგ საჯარო უწყებებმა „ჯმტ ქარხანასთან“ 77 ხელშეკრულება გააფორმეს და „ვერიკოში“ 48 000 ლარი დახარჯეს. იმავე მისამართზე მათ ეკუთვნით კოქტეილ-ბარი „ქიქოძე“.
სხვა რესტორნები: ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ 2022–2023 წლებში სამჯერ ივახშმა სასტუმრო „იოტას“ რესტორან „ღუმელში“ (მფლობელი შპს „ლერმონტი“, მეწილე რუსი ბიზნესმენი გენადი იუფიკი) — ჯამში 2 583 ლარი; საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იქვე ევროსაბჭოს მაუწყებელთა კავშირის დელეგაციას 354 ლარად უმასპინძლა. ბათუმში საზღვაო სააგენტომ ევროკავშირის ატაშე ალექსანდრ დარრასი ოჯახთან ერთად რესტორან „პანორამაში“ დაპატიჟა (634 ლარი; ობიექტის 50% რუსი მოქალაქის, მარინა ივანენკოს არის). თბილისის მერია 2023–2024 წლებში სამჯერ სტუმრობდა რესტორან „ხედს“ (ჯამში 4 165 ლარი); „ხედი“ შპს „ხედის“ მეშვეობით რუსულ სააქციო საზოგადოება „სვეტლიცას“ ეკუთვნის (რუსეთში დარეგისტრირებული 2022 წლის აგვისტოში). საჯარო რეესტრმა „ხედში“ 2023 წელს 3 600 ლარი დახარჯა.
რუსული წარმოების ვაქცინა: შპს „გრინბერგმა“ (დარეგისტრირებული 2023-06-12) სურსათის ეროვნულ სააგენტოს 198 000 ლარად მიაწოდა 800 000 ამპულა წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც დამზადებულია რუსულ ფედერალურ ლაბორატორია ВНИИЗЖ-ში (სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარება; 2023 წელს მის ერთ ფილიალს ხელმძღვანელის მოადგილეზე FSB-ის სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს). სააგენტომ პირობებში რუსულენოვანი ეტიკეტირება დაუშვა; უწყებაში ამბობენ, რომ ევროპული წარმოების ვერშოვნის შემდეგ ყველაზე დაბალ ფასს არჩიეს.
ომის შემდეგ საქართველოში დაფუძნებული რუსული ბიზნესები სახელმწიფო შეკვეთებით: დმიტრი პრონინის სპორტინვენტარის ქსელმა „ბილიარდ-გრუპმა“ 2024–2025 წლებში სკოლებსა და მუნიციპალურ სტრუქტურებს 5 000 ლარის ინვენტარი მიჰყიდა (ფილიალი „ჰუალინგ პლაზაში“ 2022 წლიდან). ილია გუჟინმა 2022-ში შექმნა შპს „ესქეიფერ ჯორჯია“ (რუსული ბრენდი „Escapeer“) და 2022–2023 წლებში სხვადასხვა მუნიციპალურ სპორტცენტრებსა და უწყებებს 30 000 ლარის სპორტული ფორმები მიაწოდა; ბრენდი რუსეთში ემსახურება „ლუკოილს“, „სბერბანკს“, „გაზპრომს“, „როსატომს“ და მოსკოვის მერიის ღონისძიებებს.
იურიდიული მისამართები: 2022 წლიდან ასეულობით რუსი მოქალაქე საქართველოში რეგისტრირდებოდა ხშირად საკამათო მისამართებზე (მინდვრები, საძოვრები, სასაფლაოებიც). სამცხე-ჯავახეთში, ვარხანის მე-7 ქუჩა N7-ს 2022-04-30 მდგომარეობით 85 რუსი იყენებდა მისამართად; 2023 წლის ივლისში იქვე დარეგისტრირდა შპს „დბ ჰოლდინგი“ (რუსი მეწილეები), რომელმაც 2024 წლის სექტემბერში ხელვაჩაურის მერიის 3-მილიონიანი ინფრასტრუქტურული კონტრაქტი მოიპოვა (სოფელ ერგეში ბაგისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 2026-მდე).
სტატიაში ნახსენებ უწყებებს Ifact.ge-მ განმარტებები სთხოვა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიუღიათ.