16-მდე გაიზარდა ხარკოვის ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” რუსეთის ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ 16-მდე გაიზარდა ხარკოვის ჰიპერმარკეტ “ეპიცენტრზე” ს ავიაიერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი 12 წლის გოგოა, რომელიც იერიშის მომენტისათვის ჰიპერმარკეტს ათვალიერებდა.
როგორც უკრაინის მედიით გავრცელებულ ვიდოზე ჩანს, საავიაციო იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა.
ასევე, პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის 14 ქალი და 30 მამაკაცი.
რუსეთის პროპაგანდა, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ხარკოვში რუსეთის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო იარაღის საწყობი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამშენებლო ჰიპერცენტრ “ეპიცენტრში” ჰქონდათ მოწყობილი.
25 მაისს ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ თავის განცხადებაში, პრეზიდენტმა მ კვლავ გაამახვილა ყურადღება უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალების მიწოდების აუცილებლობაზე.

“ყოველდღე მოვუწოდებთ მსოფლიოს: მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი. ამ მხარდაჭერის თაობაზე არმიღებული ყოველი გადაწყვეტილება- ჩვენი ხალხის დაკარგვას ნიშნავს”, – დასძინა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ